საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები ორი კვრის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში Tv4-ს განუცხადეს, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. თუმცა იმის გათვალისწინებით,რომ 30 დეკემბერი კვირა დღეს ემთხვევა, საჯარო სკოლებში სწავლა 28 დეკემბერს, პარასკევ დღეს დასრულდება.
შესაბამისად, ბოლო სასწავლო დღე ზამთრის არდადეგებზე სკოლებში 28 დეკემბერი იქნება. 15 იანვრიდან მოსწავლეები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან.