რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა.

პირველი სკოლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მიიღეს.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა მცირე ნაწილი საავტომობილო გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა. ისინი სამართალდამცველების მოთხოვნას, დაბრუნებულიყვნენ ტროტუარზე, არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა გზა თავად გადაკეტეს.