რუსთავის მერიაში შტატები მცირდება და გარკვეულ პოზიციებზე სახელფასო ანაზღაურება იზრდება .
ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და ეთიკის კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, მერიის საშტატო ნუსხა 224 საშტატო ერთეულით განისაზღვრებოდა, გაუქმდა 4 შტატი და ახლა ნუსხა 220 ერთეულს შეადგენს. გაუქმებული პოზიციებზე დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების საერთო ჯამური თანხა 3600 ლარს შეადგენს, აღნიშნული თანხა მერიაში სხვა პოზიციებზე დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებაზე გადანაწილდება.
კერძოდ ხელფასი 23 საშტატო ერთეულს გაეზრდება. მათ შორის გაზრდილი ხელფასები ჩაერიცხებათ მერიის წარმომადგენლებს, მერიის აპარატის, საორგანიზაციო და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს .
როგორც დღეს იქნა განმარტებული გადაწყვეტილება მერის სახელფასო ფონდის გაზრდას არ გამოიწვევს.