რუსთავის მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირებისთვის ვადა ხუთ დღეში ეწურება

რუსთავის მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისთვის ვადა ხუთ დღეში ეწურება.

10 დეკემბერი არის უკიდურესი თარიღი, როდესაც რუსთავის აღმასრულებელმა ორგანომ , მერიამ საკრებულოს დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი უნდა გადაუგზავნოს. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში პროექტის საბოლოო ვარიანტს სწორედ ათ დეკემბერს ელოდებიან. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ დოკუმენტში ყველა ის შენიშვნა და პრეტენზია იქნება გათვალისწინებული, რომელიც  საკრებულოს დეპუტატების მხრიდან იქნა დაყენებული.
მას შემდეგ რაც რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანო მერიისგან დოკუმენტის კორექტირებულ ვერსიას მიიღებს, საკომისიო განხილვები და ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა დაიწყება.