რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა, 2019 წლის ბიუჯეტი 42 700 000 ლარით განისაზღვრა. წელს პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამებია.
2019 წელის ბიუჯეტი საკრებულომ ოპოზიციის წევრების გარეშე დაამტკიცა -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს , ოპოზიციური პარტიის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით კირკიტაძის დაკავება გააპროტესტეს. როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებები საზოგადოების ინტერესებიდან შეირჩა და დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა.
მომავალი წლის ძირითადი მიმართულება ქალაქისთვის კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება . მუნიციპალიტეტი 2019 წლისთვის ადგილობრივი და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების შიდა ეზოების რეაბილიტირებას , კოსტავას დარჩენილი ნაწილის ფასადისა და გზის საფარის მოწყობას , დაზიანებული სკვერების რეაბილიტაციას და ახალი სკვერების აშენებას და სპორტული მოედნების და ქუჩის ტრენაჟორების მონტაჟს გეგმავს . წელსვე განხორციელდება ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორებიცაა იაღლუჯის მთასთან სანიაღვრე ქსელის მოწყობა და სპორტის სასახლის მშენებლობა , აღნიშნულ პროექტებზე საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია .
ცვლილებები მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებშიც , სადაც თანამედროვე ბიუჯეტირების ფარგლებში იდენტური პროგრამები ერთ ქვეპროგრამაში გაერთიანდა . 2019 წლიდან აუტიზმით დაავადებულ ბავშთა დახმარება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა . გაიზარდა დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშთა დახმარებაც , ასევე 14 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბავშვებს სისხლში შაქრის რაოდენობის გასაზომად ჩხირები გადაეცემათ . წელსვე 52 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება , ოჯახების შერჩევა კი 11 კრიტერიუმის მიხედვით მოხდება , მილიონ სამოცდათხუთმეათასამდე გაიზრდება უფასო სასადილოების დაფინანსება.