ხვალ, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის, სუპერ ლიგის მორიგ მატჩს უმასპინძლებს. ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი „ტიტები“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, 18:30 საათზე დაიწყება. სპორტულ კომპლექსში რუსთაველებმა თამაშამდე ბოლო წვრთნა გაიარეს.
„რუსთავის“ მწვრთნელის რამაზ გოგობერიშვილის თქმით, გუნდისთვის ახლა ყველა თამაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია და იმედოვნებს, რომ რუსთაველები „ტიტებთან“ გამარჯვებას მოიპოვებენ.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდის შესაძლებლობებს, რუსთავის მთავარი მწვრთნელის თქმით, მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია და მაყურებელი დაძაბულ და საინტერესო თამაშს იხილავს.
შეგახსენებთ, წინა თამაშში რუსთავის „რუსთავმა“ „მგზავრები“ დაამარცხეს.