რუსთავს ენერგოეფექტური ღონისძიებების წარმატებით შესრულებისთვის სერთიფიკატი გადაეცა. რუსთავი, როგორც წარმატებული მაგალითი ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებისთვის ევროკომისიამ დააჯილდოვა.
როგორც ცნობილია,ევროკავშირის დაფინანსებით, რუსთავის მერიამ „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის’ ცენტრთან ერთად რუსთავის სამ ბაღში რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა. სამივე ბაღში დამონტაჟდა ენერგოეფექტური კარ ფანჯარა, ცენტრალური გათბობისა და ცხელი წლის მომარაგების სისტემები, გამწოვი სავენტილაციო და ახალი ელექტროტექნიკური სისტემები. მოხდა შენობის გარე კონსტრუქციების, კედლების, სახურავის, სარდფისა და ჭერის თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება. პროექტის ღირებულება 800 ათას ევროს შეადგენდა.
საქართველოში რუსთავი ერთადერთი ქალაქია, რომელმაც აღშნული პროექტი განახორციელა. ევროკომისიის მიერ აღირებული სერთიფიკატით კი ქალაქი მომავალში მსგავსი გრანტების არსებობის შემთხვევაში უპირატესობებით ისარგებლებს.