რუსთავში აბონენტების დიდ ნაწილს რამდენიმე საათია დენი არ მიეწოდება

რუსთავის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანიაში ელექტროენერგიის აღდგენის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ქალაქში ავარიულად ექვსი ფიდერი გამოირთო.
ელექტროენერგიის მოულოდნელმა შეწყვეტამ პრობლემები შექმნა რუსთავში. tv4-ის საინფორმაციო სამსახურში შემოსული შეტყობინებების მიხედვით, უკვე რამდენიმე საათია ელ.ენერგია არ მიეწოდება  21-ე, მე-7, მე-8 მიკრორაიონს, თოდრიას ქუჩის ნაწილს და კიდევ რამდენიმე ქუჩას.
აღნიშნულ მისამართებზე სავაჭრო ობიექტების მუშაობაც შეფერხდა. მეპატრონეების თქმით, ისინი ვაჭრობას ვერ ახერხებენ, რადგან სალარო აპარატს უშუქობის გამო ვერ იყენებენ.
რამდენიმე საათიანმა გათიშვამ პრობლემები შექმნა სამედიცინო დაწესებულებებშიც. ” ახლა გვაქვს შუქი , მაგრამ არასტაბილური, ითიშება და მოდის, იძულებული ვართ ალტერნატიული საშუალებით ვიმუშაოთ” -აცხადებენ კლინიკა რუსთავში.
სოციალურ ქსელში კი ვრცელდება ინფორმაცია,რომ კომპანია “ენერგო პრო-ჯორჯია” მთავრობის დაკვეთას ასრულებს და რეგიონებში ელ. ენერგია მიზანმიმართულად არის გათიშული, რადგან მოსახლეობამ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე აქციის შესახებ ნაკლები ინფორმაცია მიიღოს.