რუსთავის პირველი ანდერგრაუდნდი „METALURGIA“, ტექნო მუსიკის მსმენელებს დღეს 22:00 საათიდან კოსტავას 37 ნომერში ელოდება. მიწისქვეშა „METALURGIA“ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, უკვე ყველასთვის ნაცნობ , ბარ „თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსთავში პირველი ანდერგრაუნდ სივრცის გახსნის იდეა სწორედ “თაობას” ეკუთვნის. დღევანდელ ივენთს ხუთი ცნობილი არტისტი გააფორმებს. უალტერნატივო სივრცეში დაუკრავენ ტექნო მუსიკის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები,როგორებიც არიან HAMATSUKI, FREQUENCY SHIFTER, TORNIKE GOGORISHVILI, NODYGE, SHOTICK. მენეჯმენტის ინფორმაციით, ბილეთების დიდი რაოდენობა უკვე გაყიდულია,თუმცა მსურველებს ბილეთების შეძენა კარზე მისვლის პრინციპითაც შეეძლებათ. „METALURGIA“-ში , ელექტრონული მუსიკის მოსმენა კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი. გარდა ანდერგრაუნდ სივრცისა, ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს სოციალური ბარი TAOBA,რომელიც მსურველებს საღამოს 20:00 საათიდან ელოდება.









