რუსთავში შაშში ტურნირი ჩატარდა.
რუსთავის ჭადრაკის სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით შაშში სკოლებს შორის ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა.
ჩემპიონატში რუსთავის 10–მდე სკოლის 16 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ტურნირი რუსთავის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ჩემპიონატის მიზანს სკოლის მოსწავლეებში ინტელექტუალურ სპორტული შეჯიბრებების მიმართ ინტერესის გაძლიერება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.