რუსთავში შელაპარაკების დროს ერთი ახალგაზრდა დაჭრეს

რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ​ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ასევე,შელაპარაკების დროს დაზიანებულ კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.