რუსთავში ხანძრის შედეგად 67 წლის მამაკაცი დაშავდა. ხანძარი მე-17 მკ/რ -ში, შპს „სანიტარის“ ავტომომსახურების ჯიხურში გაჩნდა. მამაკაცმა ხანძრის შედეგად ხელის მტევნისა და ზურგის არეში დამწვრობა, ასევე კვამლის შედეგად ინტოკსიკაცია მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.