ხანძარი რუსთავში. ლესელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გაჩნდა, დამწვარია საცხოვრებელი ბინა და სახლში არსებული ავეჯი. დამწვრობა მიიღო ბინის მეპატრონემ, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

დაშავებულს კლინიკაში შესაბამისი დახმარება გაეწია. “პაციენტს მეოთხე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება და კატასტროფის ბრიგადას დამწვრობის ცენტრში გადაჰყავს”-განუცხადეს ტვ4-ს კლინიკა “რუსთავში”.

ადგილზე სახანძრო–სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს