რუსთავში, შარტავას გამზირზე ხეებს ტანსაცმელი ჩააცვეს.
“რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, რომ ვაკეთებდი საქველმოქმედო აქციას. ( ყუთებს დავდგამ ჩემს მაღაზიასთან და გაჭირვებულ ხალხს ტანსაცმელს დავურიგებთქო) მინდა გითხრათ, რომ დავიწყე ეს აქცია დღეს, ხეებსაც ჩავაცვით ქურთუკები, რომლებიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს და გამოიყენოს.. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ და მომაწოდეს ბავშვის თბილი სამოსი, მინდა მოგიწოდოთ თქვენც რომ შეიტანოთ წვლილი და ერთად ვაკეთოთ კარგი საქმე.. ( ვაგროვებ ტანსაცმელთან ერთად საკვებსაც . მის:შარტავას 8ნომერი,მაღაზია ,,ეიფორია” )
#სიკეთეგადამდებია”- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
ფოტოები: ეკა მაჭავარიანი