შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ხუთ ლოკაციაზე დამატებითი ჭკვიანი კამერები აამოქმედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ქუთაისის ქუჩიდან ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე ცალმხრივად ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ გახდა.
ასევე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა ლეონიძიდან შარტავას გამზირამდე და აღნიშნულ მონაკვეთზეც ავტოტრანსპორტის სიჩქარე 40 კმ/ს მდე იზღუდება.
რაც შეეხება კოსტავას გამზირისა და ცურტაველის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთს, აქ მოძრაობა 50კმ/ს არის დაშვებული.
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით 350 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.