გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
მათი ინფორმაციით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის უკანონო მოსპობა დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე სანქციის ოდენობით . ამასთან თუ ქმედება დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-იდან 500 ლარამდე იზრდება.კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.ქვემო ქართლის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში წიწვოვანი ხის უკანონო მოჭრის ერთი ფაქტი დაფიქსირდა.