საოკუპაციო ხაზთან აქცია-პერფორმანსი „მუსიკალური ოკუპაცია“მიმდინარეობს

სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, მუსიკოსებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „მუსიკალური ოკუპაცია“ გამართეს . ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება მათი ხმა-იარაღი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ: „დარწმუნებულები ვართ, როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა რაც ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად“, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები