სარალიძის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები კანონდარღვევით არის მოპოვებული

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვება. პროცესს თავად ზაზა სარალიძე ესწრება.

სხდომათა დარბაზში იმყოფებიან მისი მხარდამჭერები, მათ შორისაა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, დარბაზში იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე.

ზაზა სარალიძის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ ავტომანქანის დათვალიერების ოქმისა და მანქანიდან ამოღებული ნივთმტკიცებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. მისი თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები კანონდარღვევით იქნა მოპოვებული.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი, კერძოდ, 353 -ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.