საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

24-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.

24 დეკემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +5+10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი.

26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3+8 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 24-25 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა +7+9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.