საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. 29 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან მცირე ნალექი იქნება, უმეტესად თოვლის სახით, დღე კი უნალექოდ ჩაივლის.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ . ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი. ღამით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, ზოგან -20°-მდე, დღისით -7, -2°.

სააგენტოს ცნობით, 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან იქნება ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.