საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები რუსთავის მერიის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდებიან. საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და “კარგი მმართველობის პრინციპების” დამკვიდრების მიზნით საჯარო სექტორში სახელმწიფო შიდა კონტროლის რეფორმის ფარგლებში შეხვედრები ქვემო ქართლის სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებშიც იგეგმება.
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ჩართულობითა და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში მხარდაჭერით ვიზიტის პირველი ნაწილის ფარგლებში შეხვედრა რუსთავის მერთან და მერიის თანამდებობების პირებთან მოხდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შიდა კონტროლის ისეთი სისტემების ჩამოყალიბებაზე გააკეთეს აქცენტები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულ ფუნქციონირებასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქციულ გამოყენებას შეუწყობს ხელს.
სამინსიტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსთავის მერიის შიდა აუდიტის თანამშრომლებთან ჩაატარებენ შეხვედრებს.
იგეგმება სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ინტერვიუებიც, რომლის საშუალებითაც სამინისტროს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნობიან.