სჯერა თუ არა სანტა კლაუსის ალბათ ეს კითხვა ბავშვებს არასდროს უნდა დავუსვათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საახალწო სეზონია და შენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ.
შობის ღამეს, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბავშვებისგან ზარები მიიღეს.
რეპორტიორის, კევინ დიაზის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ბავშვს, სახელად კოულმენს ეკითხება:
“გამარჯობა, კოულმენი ხარ? შობას გილოცავ. როგორ ხარ? სკოლაში კარგად სწავლობ? სანტასი კიდევ გჯერა? ხომ იცი, 7 წლის ასაკში ეს უკვე არასწორია”.