უკანონო ნადირობის და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 378 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 378 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 18 აგვისტოდან 30 დეკემბრის ჩათვლით ამიღეს 303 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. “მანოკი”, რომლითაც მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებს იზიდავდნენ და შემდეგ მათზე ნადირობდნენ.

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან “მანოკი” არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.