ქუჩებში გამოჩნდება ველოსიპედი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერს მოქალაქეს შეეძლება

მერია მუშაობს საკითხზე, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ველოსიპედები, რომლით სარგებლობის უფლებაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება–ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

მერის განმარტებით, აპლიკაციასა და ველოსიპედზე განთავსებული QR-კოდით შესაძლებელი იქნება ველოსიპედის განბლოკვა და მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ იქნება სპეციალურ ბაზაში რეგისტრირებული, შეუძლია, იყიდოს აბონემენტი ან თანხა გადაიხადოს ერთჯერადად.

ადამიანს ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე შეეძლება, რადგან მისი გადაადგილება და ადგილმდებარეობა GPS-ის საშუალებით გაკონტროლდება.

კახა კალაძის თქმით, იდეაზე ახლა მუშაობენ და თუ ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მისით დაინტერესდებიან, მერია მათ ხელს შეუწყობს.