შიშველი ქართველი იტალიაში ვეფხვების ვოლიერში გადაძვრა და ვეფხვმა დაგლიჯა

შობის ღამეს , აპენინის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიაში გასტროლებზე მყოფი ცირკის Lidia Togni-ს მიერ გაშლილ კარვებთან მოწყობილ ვეფხვების ვოლიერის მაღალ კედელზე სრულიად შიშველი 25 წლის ქართველი გადაძვრა და ის გამძვინვარებული ვეფხვებისგან სიკვდილს ცირკის თანამშრომელთა დროული ჩარევამ იხსნა.იტალიური პრესა იუწყება, რომ ექიმების დმიერ დახმარების აღმოჩენიდან გარკვეული დროის შემდეგ გაღვიძებული ქართველი საშინელ პანიკაში ჩავარდა და ყველას, ვინც მის ახლოს იმყოფებოდა, თავს ესხმოდა. მან მაკრატლით დაზიანება მიაყენა ახალგაზრდა ქალს. პოლიციელები, რომლებიც ცირკის თანამშრომლემა გამოიძახეს და რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გაყვნენ, აგრეთვე ვერ გადაურჩნენ ტრამვებს და დაჟეჟილობებს.

ვარაუდობენ, რომ 25 წლის ახალგაზრდა ვეფხვების ვოლიერში ძლიერი ფსიქო-ფიზიკური აღგზნების მომენტში გადაძვრა, თუმცა ვერ ამბობენ, ნარკოტიკებისგან იყო გამოწვეული ეს აღგზნება თუ ალკოჰოლისგან.