ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავში საინფორმაციო კამპანია გაიმართა. კამპანია სლოგანით „ხმა ავიმაღლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად“ სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოსახლეობას განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი და ფუნქციები და მათ სახალხო დამცველი საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
აქციის მიზანს ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
დღეს 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 აღინიშნება. საერთაშორისო დეკლარაცია გაეროს ასამბლეაზე 1948 წელს მიიღეს.