გამთენიისას თბილისში “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.