“ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს – წაღებულია მობილური ტელეფონები

გამთენიისას თბილისში “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.