საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი გურამ კაშია მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა,ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ეროვნული გუნდის მცველმა ჯილდო “ჰუმანური იდეების გავრცელებისა და და ქვეყნის წინაშე ღვაწლისთვის” დაიმსახურა.
“ეს ჯილდო უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენის, ფეხბურთელის” – განაცხადა კაშიამ დაჯილდოების შემდეგ.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ კაშიამ ფეხბურთში თანასწორობის მხარდაჭერისთვის (#EqualGame) UEFA-ს პირველი ჯილდოც მიიღო.
გურამ კაშია 2017 წელს ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემის „ვიტესის“ კაპიტნობისას ლგბტ თემის მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო და სპეციალურად მომზადებული ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშა.
კაშიას ამ ნაბიჯს საქართველოში ჰომოფობიურად განყობილი ჯგუფების აგრესია მოჰყვა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრმა თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვა.