,,თუ გამოიკვეთება, რომ რაღაც უყურადღებობა მოხდა, შესაბამისად დაისჯება,მთელი სიმკაცრით”

16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელშიც გარდაცვლილი ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ, ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პაპუნა ბახტაძე TV4-თან პირველ კომენტარს აკეთებს:

“შემოიყვანეს ჩვენთან 16 წლის მოზარდი,რომელსაც მოტეხილობა ჰქონდა,რის გამოც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით,რის შემდეგაც რამოდენიმე საათის განმავლობაშ იმყოფებოდა პოსტსაოპერაციო პალატში,დაახლოებით 4 საათის შემდეგ მოხდა გულის გაჩერება, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო.  ამ ეტაპზე ექსპერტიზაზეა გაგზავნილი მასალები,გამოძიება მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა ჩვენთვის ცნობილი არ არის ჯერ.“

კითხვაზე,თუ დადასტურდა ექიმის გადაცდომა რას მოიმოქმედებს პაპუნა ბახტაძე როგორც საავადმყოფოს დირექტორი,აცხადებს – „ჯერ ერთი ოპერაცია აქ არაფერ შუაშია მხრის მოტეხილობასთან,მხრის მოტეხილობით გული არ ჩერდება. თუ ვინმე გამოიკვეთება,რომ რაღაც უყურადღებობა მოხდა, ან რაღაცა, შესაბამისად დაისჯება,მთელი სიმკაცრით.“

შეგახსენებთ ემილ ისმაილოვი ცენტრალურ საავადმყოფოში 3 ნოემბერს მხრის მოტეხილობით შეიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე იხილეთ: https://tv4.ge/2018/12/16-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A/