კომპანია Google-მა მომხმარებლებს საახალწლო რეკლამა შესთავაზა.
google-ს სარეკლამო რგოლმა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ფილმი “მარტო სახლში” გააცოცხლა.
google-სთქმით, “ზოგჯერ კევინ მაკკალისტერსაც კი სჭირდება დახმარება”. ამისთვის კი, როგორც ისინი ამბობენ, არსებობს პროგრამა “Google Assistant“. სწორედ მის სარეკლამო რგოლში გააცოცხლა კომპანიამ ფილმის „მარტო სახლში“ (“Home Alone“) ყველა საკულტო სცენა, რა თქმა უნდა, მაკოლეი კალკინის მონაწილეობით.
ფილმის გამოსვლიდან 28 წელი გავიდა, თუმცა ის დღემდე რჩება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის შობა-ახალი წლის მთავარ ფილმად.