5 დეკემბერს, რიკოთის გვირაბში მოძრაობა იკრძალება.
მოძრაობის შეზღუდვა 5-საათს გაგრძელდება 12:00-დან 17:00-საათმდე.
ამის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსგან გახდა ცნობილი.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5 დეკემბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.