H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში 53 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ, H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაადასტურა.

სერგეენკოს განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ეპიდემიის რისკი ჯერჯერობით სახეზე არ არის.