ახალი წელი ახალ ზელანდიაში თბილისის დროით 15:00 საათზე დადგა.
ახალი წლის დადგომას ქვეყნის დედაქალაქში ასეულობით ადამიანი ფოიერვერკებით შეხვდა.
ახალი 2019 წელი პირველად კირიტიმატის კუნძულზე თბილისის დროით 14:00 საათზე დადგა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბოლოს ახალ წელს აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებზე შეხვდებიან.