ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს რეაბილიტაცია უტარდება.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სათნოების სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ეზოში აშენდება ახალი შენობა,სადაც განთავსდება საძინებლები და სველი წერტილები. მეორე სართულზე კი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.სათნოების სახლის მოხუცები მიმდინარე სამუშაოების გამო დროებითი ფართით არიან უზრუნველყოფილი.
თავშესაფარი ხანდაზმულობის 2001 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
რემონტის დასრულების შემდეგ მოხუცები ბევრად უფრო კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას.