#გააზიარე სითბო-აქციას რუსთავიც შეუერთდა

#გააზიარე სითბო. აქციას რუსთავიც შეუერთდა.

პროექტის ფარგლებში რუსთავში, პირველი მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური კარადა განთავსდა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიიტანონ ტანსაცმელი და დაეხმარონ ადამიანებს ვისაც თბილი ტანსაცმელი სჭირდება.
პროექტი რუსთავში, რუსთავის მერიის სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

tv4-ის ინფორმაციით მსგავსი კარადა რუსთავში მეგობრობის გამზირზეც განთავსდა, რომელსაც ორგანიზებაც მოქალაქეთა ჯგუფმა გაუწია.