გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით მოსახლეობა აქციას გეგმავს

გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით მოსახლეობა აქციას გეგმავს.

“მოქალაქეების პროტესტი სატრანსპორტო კოპმპანია ინტერტრანსის უკანონო ქმედებას.

დღეს, 29.12.2018 წელს ინტერტანსის გარკვეულ მიმართულებებზე თვითნებურად გააძვირეს ტრანსპორტირების საფასური და ნაცვლად 1,5 ლარისა ფასი გაზარდეს 2 ლარამდე.

ეს არის უკანონო, თვითნებური ქმედება, ამიტომ მგზავრებმა უნდა გადავიხადოთ კვლავ 1,5 ლარი!

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების საფასურის შენარჩუნება გთხოვთ მობრძანდით რუსთავში, შარტავას მოედანზე. რათა გამოვხატოთ ჩვენი ნება რომ შენარჩუნდეს მგზავრობის ტარიფი 1,5 ლარი.

ჩვენი მოთხოვნაა არსებული ტარიფის 1.5 ლარის შენარშუნება და შემდეგი პრობლემების მოგვარება ‼️‼️

1.დილით თბილისში წასვლის პრობლემა, საღამოს რუსთავში დაბრუნების პრობლემა და საათობით რიგში დგომა!
2.გადასაშლელი და მორყეული სკამები!
3.ზაფხულში გამორთულ კონდიცირების სისტემა!
4.მტვრიანი, ჭუჭყიანი სკამები და სალონი!
5.გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა!
6.მოუწესრიგებელი მძღოლი!
7.ღვედის მაგივრად არსებულ თოკები, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს კი არა მძღოლს იცავს 50 ლარიანი ჯარიმისგან!
8.გადაჭარბებული სიჩქარე და იმის შიში სახლში ცოცხალი მიხვალ თუ არა!
9.გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები!

ვიკრიბებით 6 საათზე, ჟიული შარტავას ბიუსტის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაჩერებასთან!”-ნათქვამია მოქალაქეების განცხადებაში.