14 წლის გოგონა, რომელსაც ზუგდიდში ოჯახი ეძებდა, ნაპოვნია. აღნიშნულ ინფორმაციას გოგონას დედა ადასტურებს.
როგორც დედამ აღნიშნა, შვილს უკვე ესაუბრა, თბილისშია და მასთან შესახვედრად მიდის. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
14 წლის გოგონას ზუგდიდში ოთხი დღე ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია. ბოლოს მოზარდი მცირეწლოვან დასთან ერთად, მაღაზიაში იმყოფებოდა. ის დას სავაჭრო ობიექტის გარეთ ელოდა, თუმცა გამოსვლისას ადგილზე არ დახვდა.