დაპირისპირება მოხდა ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის. ოპოზიციის ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მათ თელავისკენ მისასვლელი გზა გადაუკეტეს.

ოპოზიციის მტკიცებით, სამართადამცველებმა რამდენჯერმე გადაუკეტეს მათ გზა. ჯერ გომბორზე, შემდეგ კი სოფელ ველისციხესთან

ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ავტობუსებით ჩაკეტილი გზის გამო შეფერხდა. პოლიციის წარმომადგენლები მათ თელავის მიმართულებით არ უშვებენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი თელავში ჩასვლას ნებისმიერი გზით მაინც მოახერხებენ.
ტერიტორიაზე ავტობუსებია გაჩერებული. ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა საკუთარი ძალებით ცდილობენ ავტობუსების გაყვანას.
თავად სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებს გადაადგილება ყვარლის გზით შეუძლიათ.

შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული

ოპოზიციია ცდილობს ავტომობილებით გაარღვიოს სამარალდამცველების მიერ ჩაკეტილ გზა და გააგრძელოს გზა თელავისკენ.
“გვითხრეს, რომ გომბორიდან ვერ წახვალთ და წამოვედით სხვა გზით, აქაც ჩაკეტეს და ახლა გვეუბნება, რომ ყვარლიდან წავიდეთ ეს ნორმალურია?”-აცხადებს ოპოიციის ლიდერი ნიკა მელია.
ოპოზიციის თქმით, ველისციხესთან რამდენიმე ადგილზე არის გზა გადაკეტილი. მათ ერთი წინაღობის გადალახვა უკვე შეძლეს, თუმცა ახლა ისინი ცდილობენ კიდევ ერთი კორდონი გაარღვიონ.