ორთაჭალაში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ინციდენტის შედეგად მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გარდა ამისა, არიან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.