ემუქრება თუ არა რუსთავს სატრანსპორტო კოლაფსი. რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე თანხმობას ითხოვენ. მათ ამ მიზნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელობაში არსებული მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ საწვავის ტარიფის ზრდის ფონზე ისინი მგზავრობის არსებული ტარიფის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ და თბილისამდე მგზავრობა 2 ლარამდე უნდა გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მძღოლების თქმით, ისინი თბილისში მგზავრთა გადაყვანას შეაჩერებენ და ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება.
დღეს მძღოლებთან რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფრო ზურა ტაბაღუა მივიდა მათ მოთხოვნებს გაეცნო.