დღეს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვლის ჟურნალისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდნენ. როდესაცა პრეზიდენტმა მათ შემდეგი სიტყვებიტ მიმართა: “ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ?”
„ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ? ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ ახლა მუშაობა. მიმდინარეობს თანამშრომლობა. არავითარი პრობლემა არაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.
ასევე, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.