ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს შესაძლოა ფართი გადაეცეს

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა რუსთავის საკრებულოში.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს და ბიუროს სხდომაზე გასატანად დაამტკიცეს. დეპუტატებმა განიხილეს და ბიუროს სხდომაზე გასატანად დაამტკიცეს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემა. კერძოდ, ვახუშტის ქუჩის #8ში არსებული შენობის ერთ-ერთი ოთახი კავშირის საკუთრებაში გადასაცემად ბიუროზე გავა. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, საკითხები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის არსებული უძრავი ქონების  ობიექტზე ,მოქალაქის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე  ვადების გახანგრძლივებას და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლო საკუთრებაში.