პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს უკვე 25-მა პაციენტმა მიმართა. დაზარალებულთა უმეტესობა 6-დან 12 წლამდე ბავშვია.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, პაციენტებს ამბულატორიული დახმარება გაეწიათ.
„მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, ამბულატორიული დახმარება გაეწიათ. დანიშნულება მივეცით და სახლში გაეწრნენ. უმეტესობა იყო 6-დან 12 წლამდე ბავშვი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.