პროექტი „ურბანული თამაშების ჰაკათონი“ რუსთაველ ახალგაზრდებს ელოდება

ცხოვრობ , მუშაობ , სწავლობ რუსთავში? ამჩნევ რომ უამრავი პრობლემაა ქალაქში და თვლი,რომ შეგიძლია შეცვალო უკეთესობისკენ? მაშინ,ეს პროექტი შენთვისაა.

შეავსე აპლიკაცია და გახდი პროექტის „ურბანული თამაშების ჰაკათონი“ მონაწილე 16 და 17 დეკემბერს. პროექტი რომელსაც კრეატიული განვითარების ცენტრი , რუსთავის მერიისა და ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს, ინოვაციური მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჰაკათონი,რომელში მონაწილეობას კრეატიული ახალგაზრდების შერჩევითი პრინციპით მიიღებენ. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სამაგიდო თამაშები, მობილური ან კომპიუტერული აპლიკაცია,რომლის საშუალებითაც  მოქალაქეებს ქალაქის მართვის პროცესში თანამონაწილეობა გაუადვილდებათ.

ჰაკათონზე გამარჯვებული გუნდები სხვადასხვა ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. რეგისტრაციის ბოლო ვადა ხუთი დეკემბერია.