რა საკითხები განიხილეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე გარდაბანში?!

2019 წლის ბიუჯეტის პორექტის გარდაბნის საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია. წარმოამდგენლობითმა ორგანომ დღეს საკრებულოს სხდომაზე 37 საკითხი განიხილა. დეპუტატებმა 37-ივე საკითხს კენჭი უყარეს და დაამტკიცს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ,რომელიც დეპუტატებმა დაამტკიცეს 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხებოდა -ცვლილებების თანახმად ჭარბი შემოსავლების თანხები სხვადასხვა მიმართლებებზე გადანაწილდა. სრული თანხიდან 300 000ლარი სოციალურ მიმართლებაზე გადამისამრთდა-რომლის ფარგლებში რამდენიმე მოქალაქეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით სამკურნალო ხარჯები დაუფინანსდა.ბოლო საკითხი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებას აიპი გარდაბან სერვისის დაფუნძნების თაობაზე ეხებოდა, რომელიც საკრებულომ ასევე დაამტკიცა. რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს გარდაბნის საკრებულო მომავალ კვირას განიხილავს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გარდაბნის 2019 წლის 27 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან ძირითადი თანხები ინფრასტრუქტურასა და სოციალურ მიმართლებას მოხმარდება.