რუსთავის #24 ქართული გიმნაზიის დირექტორი მანანა გოგოლაძე თანამდებობას ტოვებს. tv4-ს ინფორმაცია თავად გოგოლაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, მან სკოლის სამეურვეო საბჭოს შესაბამისი განცხადებით ორი დღის წინ მიმართა.
მანანა გოგოლაძის ინფორმაცით, მან გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო და მის მიმართ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ზეწოლას, ან მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
,,ქრონიკა” საკითხთან დაკავშირებით რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა. თამარ ხეჩიკაშვილმა TV4-ს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა ,რომ მანანა გოგოლაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს თანამდებობას.
როგორც ,,ქრონიკას” სანდრო წყარომ განუცხადა, შესაძლოა #24 ქართული გიმნაზიის დირექტორის თანამედობობა #7 საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ჯღარკავამ დაიკავოს. თავად ჯღარკავა გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
აღნიშნულს არ ადასტურებს რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორიც. თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, რუსთავის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი უფლებამოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ქართული გიმნაზიის დირექტორის თანამდებობის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ სახელი გვარი სახელდება. საუბარია გიმნაზიის პედაგოგზე, თამუნა გოგაძეზე. თამუნა გოგაძე რამდენიმე წლის წინ დირექტორების შესარჩევ კონკურსში მანანა გოგოლაძესთან ერთად იღებდა მონაწილეობას, თუმცა მაშინ სამეურვეო საბჭომ გოგოლაძის კანდიდატურაზე შეაჩერა არჩევანი. თამუნა გოგაძე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის დაა.