საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება.
„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში, მინდოდა პირველს მე მეთქვა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.