დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი მრჩეველი წარადგინა. ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია დაინიშნა, ქეთევან მახარაშვილი კი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება. ქეთევან მახარაშვილს დაევალება ეთნიკური უმცირესობისა და გენდერული საკითხები. იგი ასევე დროებით პრესპიკერის ფუნქციასაც შეითავსებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მრჩევლები იქნებიან:
სიმონ პეტრიწი — მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში;
ნათია სულავა — მრჩეველი დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში;
აკია ბარბაქაძე — მრჩეველი სამხედრო საკითხებში;
ირინა შენგელია — საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
კოტე ნაცვლიშვილი — მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში.