ქვემო ქართლის გუბერნიასთან ორი სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. არსებული ინფორმაციით,მოსახლეობამ დაკვამლიანება შენიშნა, მაგრამ გამოძახება ცრუ აღმოჩნდა. როგორც სამხარეო ადამინისტრაციაში განგვიცხადეს,მოქალაქეს გათბობის სისტემის ნამწვი, დაკვამლიანება ეგონა.